A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

thumb|350px|ანდალები ვიწრო ზღვის გადალახვისასმაღალი, ვერცხლისფერთმიანი და მწვანეთვალება ანდალები ვესტეროსში ეიგონის შემოჭრამდე 6000 წელს ვიწრო ზღვის გავლით ესოსიდან მოვიდნენ. ობსიდიანისა და ბრინჯაოს იარაღით შიეარაღებული ტყის შვილებისა და პირველი ადამიანებისაგან განსხვავებით, მათ დიდი უპირატესობა ქონდათ, რადგან ფოლადის იარაღის დამზადება იცოდნენ. მათი რელიგია იყო შვიდი ღმერთის კულტი, რომელსაც შვიდქიმიანი ვარსკვლავით გამოსახავდნენ და ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდნენ დაბყრობილ მიწებზე. 

ანდალებმა ჯერ დაბლობი, ხოლო შემდეგ დროთა განმავლობაში მთელი სამხრეთი დაიკავეს. მათ სრულიად ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანეს განვითარება და შექმნეს დახვეწილი კულტურა და შემოიტანეს ახალი რელიგია. ომი დიდ ხანს გაგრძელდა. პირველ ადამიანთა სამეფოები ერთიმეორის მიყოლებით ეცემოდნენ. thumb|300px|ანდალი და პირველყოფილი ადამიანი

პირველყოფილებმა და ტყის შვილებმა ანდალთა შეჩერება მხოლოდ კეილინის ზღუდესთან მოხერხდა. ანდალებმა რამდენჯერმე სცადეს ჩრდილოეთში შეჭრა, მაგრამ მათი ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ ჩრდილოეთი პირველყოფილ ადამიანებს დარჩათ, ხოლო ტყის შვილები კედლის იქით გადაიხვეწნენ. 

ანდალებისაგან წარმოიშვა სამხრეთის თთქმის ყველა წარჩინებული გვარი, მათ შორის ლანისტერებიც.

thumb|left|310px|ანდალოსი ესოსის დასავლეთ სანაპიროზე. ანდალების ძველი სამეფო

Advertisement