A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

ვესტეროსის კეთილშობილ ოჯახებში ბასტარდების ყოლა ჩვეულებრივი ნორმა იყო, რთული საპოვნელია thumb|310px|ნედ სტარკის ბასტარდი ჯონ სნოუსაგვარეულო, რომლის ლორდსაც ერთი ბასტარდი მაინც არ ჰყავდა. ამავე დროს, ითვლებოდა, რომ ბასტარდები სიცრუის და ცოდვის შვილები არიან და მხოლოდ ცუდი მოაქვთ. ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ბასტარდების რაინდად კურთხევა ნებადართული იყო. ასევე ნებადართული იყო მათი საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე დანიშვნაც. მაგალითად, კოტტერ პაიკი ღამის გუშაგების ერთ-ერთი კოშკის მეთაური იყო, აურონ უოთერსი მცირე სამეფო საბჭოს წევრი და ა.შ.

ბასტარდების უფლებები

უკანონოდ დაბადებული ბავშვები, როგორც წესი, კეთილშობილი მშობლისგან შორს იზრდებოდნენ. მშობელს უფლება ჰქონდა საერთოდ არ მოეკითხა თავისი ბასტარდი და ამის გამო მას არავინ განსჯიდა. თუ ბასტარდის ორივე მშობელი კეთილშობილი ოჯახიდან იყო, ბასტარდი დაბალი წარმოშობის ადამიანად არ ითვლებოდა. მაგრამ მამის გვარზე და მემკვიდრეობაზე პრეტენზიის უფლება მაინც ვერ ექნებოდა.

მშობლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ბასტარდის კანონიერ მემკვიდრედ გამოცხადება. ეს მხოლოდ მეფის საგანგებო ბრძანებით ხდებოდა. ასეთ შემთხვევაში ბასტარდი მამის გვარს იღებდა და მისი კანონიერი მემკვიდრე ხდებოდა. თუ ლორდს რამდენიმე მემკვიდრე ყავდა, კანონიერად აღიარებული ბასტარდი მემკვიდრეების სიის ბოლოში იწერებოდა. ასეთი მემკვიდრე მხოლოდ მაშინ ხდებოდა ლორდი, თუ მის ლორდ მამას მის გარდა სხვა მემკვიდრე(სამხრეთში როგორც ასული, ისე ძე, ჩრდილოეთში - მხოლოდ ძე) არ ჰყავდა. მემკვიდრედ ქცეულ ბასტარდს საგვარეულო გერბზე ფერები უნდა ამოეტრიალებინა. მაგალითად, ტარგარიენების გერბი შავ ფონზე წითელი სამთავიანი დრაკონი იყო, მათი კანონიერი ბასტარდების - შავი სამთავიანი დრაკონი წითელ ფონზე.

ეიგონ IV(უღირსი) ტარგარიენმა სიკვდილის წინ თავისი მრავალრიცხოვანი ბასტარდები ყველანი thumb|288px|რობერტ ბარათეოონის ბასტარდიკანონიერად გამოაცხადა. ანუ, თითოეულმა მათგანმა ტახტზე მემკვიდრეობითი უფლებები მიიღო, რასაც რამდენიმე აჯანყება(ბლეკფაირების ორი აჯანყება) და ხანგრძლივი სამოქალაქო ომი(ცხრა გროშიანი მეფეების ომი) მოყვა.

გვარები

ბასტარდების ცნობა გვარით იყო ადვილი. რადგან მათ მამის გვარის ტარების უფლება არ ჰქონდათ, ვესტეროსის შვიდივე ყოფილ სამეფოში ადგილობრივი გოგრაფიული ან კლიმატური პირობების გათვალისწინებით აძლევდნენ მოგონილ გვარებს. მაგრამ ბასტარდისთვის ასეთი გვარის ტარება სავალდებულო არ იყო. ლორდს ნებისმიერი სხვა მოგონილი გვარის მიცემაც შეეძლო თავისი ბასტარდისთვის. ეს გვარები უფრო ტრადიცია იყო.

Snow (თოვლი) - ჩრდილოეთში სტარი, კარსტარკი, ბოლტონი, ამბერი, მორმონტი, კასელი და სხვ.
Stone (ქვა) - არენების დაბლობში - არენი, ბეილიში, ბელმორი, როისი, ჰარდინგი და სხვ.
Storm (ქარიშხალი) - ქარიშხლიანი მიწებზე - ბარათეონი, დონდარიონი, სვანი, სელმი, სივორტი, კონინგტონი და სხვ.
Rivers (მდინარე) - მდინარეების მიწებზე ტალი, ფრეი, ბლეკვუდი და სხვ.
Flowers (ყვავილი) - ზეგანი - ტირელი, ამბროზი, ფლორენტი, ლიჩესტერი და სხვ.
Pyke (პიკი) - რკინის კუნძულებზე - გრეიჯოი, ვინჩი, ბოტლი, ჰარლოუ და სხვ.
Hill (ბორცვი) დასავლეთის მიწები - ლანისტერი, ვესტერლინგი, კრაკენჰოლი და სხვ.
Sand (ქვიშა) - დორნი - მარტელი, აირონვუდი, ბლეკმონტი, ალირიონი და სხვ.
Waters (წყალი) - დრაკონის ქვის კუნძული და სამეფო მიწები - ტარგარიენი, შემდეგ ბარათეონი, ბაიუოთერი, მაკველი, ბლაუნტი და სხვ.

ამ გვარების მიცემისას ითვალისწინებდნენ ბასტარდის დაბადების ადგილს და არა მამის წარმომავლობას. მაგალითად, რობერტ ბარათეონის ერთი ბასტარდი გვარად შტორმი იყო, მეორე - სტოუნი. ბასტარდების ქორწინების შემთხვევაში მათ შვილებსაც მამების გვარი უნდა მიეღოთ.

Advertisement