A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

ვესტეროსის დიდებული გვარები-ყველაზე გავლენიანი და ძლიერი გვარები, რომლებიც მართავენ უმნიშვნელოვანეს ქალაქებსა და ციხეებს და ფლობენ მათ გარშემო დიდ ტერიტორიებს. ამჟამად ვესტეროსში შვიდი დიდებული გვარია, რომელთაგან მერვე ტარგარიანთა გვარი განადგურებულ იქნა რობერტის აჯანყების დროს.thumb|300px|ვესტეროსი და დიდებული ოჯახები


ბარათეონთა გვარი[]

ბარათეონთა გვარი (ინგ. House Baratheon)-ვესტეროსის დიდებულ გვართა შორის ყველაზე ახალგაზრდაა. thumb|320px|ბარათეონთა გერბი: ყალყზე შემდგარი ირემი და დევიზი: "რისხვა ჩვენია"იგი დაპყრობის ომების დროს აღმოცენდა. ამბობენ, რომ მისი დამაარსებელია ორის ბარათეონი, ეიგონ დამბყრობელის ბუში ძმა. ორისი თანდათან დაწინაურდა და ეაგონის ყველაზე ძლევამოსილ სარდლად იქცა. მას მერე, რაც შეება და დაამარცხა არგილაკ ქედამღალი, გრიგალის კიდის უკანასკნელი მეფე. ეიგონმა მას ჯულდოდ არგილაკის სასახლე, მამულები და ასული უძღვნა. ორისმა ასული ცოლად მოიყვანა და მისი ხაზის დროშა, პატივი და თქმა თავისად მიიღო. ბარათეონთა გერბია ოქროსფერ მინდორზე გამოსახული გვირგვინოსანი შავი ხარირემი. მათი დევიზია: "რისხვა ჩვენია". ბარათეონთა გვარიდან შვიდი სამეფოს ერთადერთი მეფე იყო რობერტ ბარათეონი, რომელმაც დიდი აჯანყება მოაწყო უკანასკნელი ტარგარიანი მეფის ეიერის მეორის წინაამღდეგ, სამკბილასთან გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცა და საკუთარი ხელით განგმირა შვიდი სამეფოს პრინცი რეიგარ ტარგარიანი და ცხრა წელი მართავდა შვიდ სამეფოს.

გრიგალის კლდეს შეფიცული გვარები არიან: სელმები, ვილდები, ტრანტები, პერნოუზები, ეროლები, ესტერმონტები, ტართები, სვონები, ლონდარიონები და კარონები.

სტარკების გვარი[]

thumb|320px|სტარკების სიმბოლო მგელსაზირასტარკების გვარი (ინგ. House Stark)-ერთ-ერთი უძველესი და პატივსაცემი გვარი ვესტეროსში. სტარკების წარმომავლობა ბრანდონ მშენებლისა და ვინტერის უძველესი მეფეებისგან იღებს სათავეს. ათასობით წლის განმავლობაში ისინი, როგორც ჩრდილოეთის მეფეები, ვინტერფელიდან მართავდნენ სატახტოს, სანამ ტორჰენ სტარკმა, დაჩოქილმა მეფემ, არჩია, ბრძოლით წინ აღდგომის ნაცვლად ერთგულება შეეფიცა ეაგონ დამბყრობელისათვის. სტარკების გერბია რუხი მგელსაზირა ყინულისფერ-თეთრ მინდორზე. სტარკების დევიზია "ზამთარი მოდის".

ვინტერფელის შეფიცული გვარები არიან: კასტარკები, ამბერები, ფლინტები, მორმონტები, ჰორნვუდები, კერვინები, რიდები, მანდერლიები, გლოვერები, ტოლჰარტები, ბოლტონები.

სტარკებს ნომინალურად ემორჩილებიან გრეიჯოები.


ლანისტერების გვარი[]

thumb|322px|ლანისტერების გერბი: ლომი და დევიზი: "გესმას ჩემი ღრიალი"ლანისტერების გვარი (ინგ. House Lannister)-ყველაზე გავლენიანი და მდიდარი გვარი ვესტეროსის დიდებულ გვართა შორის.

ქერათმიანი, მწვანეთვალება, მაღალი და ლამაზი ლანისტერები ანდალი თავგადასავლების მაძიებელთა შრთამომავლები არიან, რომელთაც დასავლეტის გორაკებსა და ველებზე მძლავრი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს. ლანისტერებს თავი მოჰქონდათ, რომ დედის ხაზით მათი წინაპარი ლან გამჭრიახი იყო, გმირთა ხანის ლეგენდარული ცრუპენტელა. კასტერლის კლდის და ოქროს ეშვის ოქროს საბადოების წყალობით  ლანისტერები ვესტეროსის დიდებულ გვართაგან უმდიდრესი ოჯახია. მათი ენბლემაა ოქროსფერი ლომი მეწამულ ველზე. ლანისტერების დევიზია: "გესმას ჩემი ღრიალი". ასევე ძალიან ცნობილი გამოთქმაა "ლანისტერი ვალს ყოველთვის იხდის".

კასტერლის შეფიცული გვარები არიან: პეინები, სვიფტები, მარბრანდები, ლიდენები, ბეინფორტები, ლეფორდები, კრეიკჰოლები, სერეტები, ბრუმები, კლეგეინები, პრესტერები და ვესტერლინგები.


ერენების გვარი[]

thumb|219px|ერინების სიმბოლო: თეთრი მთვარე და შევარდენირტინების გვარი (ინგ. House Arryn)-აღმოსავლეთის ველების მმართველები. ვესტეროსის უმძლავრესი ციხის "საარწივეს" ლორდები.

ერინები მთის და ველის მეფეთა შრთამომავლები არიან, ანდალ წარჩინებულთა ერთ-ერთი უწმინდესი და უძველესი ხაზია. მათი ემბლემაა თეთრი შევარდენი-ნახევარმთვარე ლურჯ ველზე. ერინების დევიზია: "ღირსებასავით მაღლა".

საარწივეს შეფიცული გვარები არიან: როისები, ბეილიშები, იგენები, ვეინვუდები, ჰანტერები, რეიდფორტები, კორბრიები, ბელმორები, მელკოლმები და ჰერსიები.



ტალების გვარი[]

thumb|320px|ტალების გვარის სიმბოლო: ვერცხლისფერი მხტომი კალმახი, ლურჯ და წითელ ველზე. დევიზი: "ოჯახი,ვალი, ღირსება"ტალების გვარი(ინგ. House Tully)-რივერანის ლორდები, მდინარეთის მმართველები.

ტალები არასდროს ყოფილან მეფეები, თუმცა რივერანიც ციხესიმაგრეს და მდიდარ მამულებს ათასობით წელია ფლობენ. დაბყრობის ომების დროს მდინარეთი ჰარინ შავს, რკინის კუნძულების მეფეს ეკუთვნოდა. ჰარენის პაპამ, მეფე ჰარვინ ხელმტკიცემ, სამკბილა წაართვა აგრეკ გრიგალის მეფეს, რომლის წინაპრებმაც სამასი წლით ადრე დაიბყრესმთელი ეს მიწები ყელამდე და ძველი მდინარის მეფეები საბოლოოდ გაჟლიტეს. ფუყე და სისხლისმსმელ ტირან ჰარენ ბლექზე მის ქვეშემრდომებს მზე არ ამოსდიოდათ, ამიტომაც მდინარის ლორდებიდან მას ბევრმა ზურგი აქცია მას და ეაგონის ლაშქარს შეუერთდა. მათგან პირველი რივერანელი ედმინ ტალი იყო. როდესაც ჰარენი და მისი შრთამომავლობა ალმოდებულ ჰარენჰალში დაიღუპნენ, ეაგონმა ტალების გვარი დააჯილდოვა და ლორდ ედმინს სამკბილას მიწები სამფლობელოდ უბოძა, დანარჩენ მდინარელ ლორდებს კი დაავალა, მისთვის ერთგულება შეეფიცათ. ტალების ემბლემა ვერცხლისფერი მხლტომი კალმახია ლურჯ-წითელ ტალღოვან ველზე. ტალების დევიზია: "ოჯახი, ვალი, ღირსება".

რივერანს შეფიცული გვარები არიან: დარები, ფრეები, მალისტერები, ბრაკენები, ბლექვუდები, ვენტები, რაიგერები, პაიპერები და ვენსები.


ტაირელების გვარი[]

thumb|320px|ტაირელების ემბლემა და დევიზი "ვიზრდებით ძლიერად"ტაირელების გვარი (ინგ. House of Tyrell)-ვესტეროსის ყველაზე ნაყოფიერი მიწების და გრანდიოზული ქალაქის ჰაიგარდენის ლორდები. ტაირელები გამოირჩევიან მაღალი დონის დახვეწილობითა და თავიანთი დიდებულებით. ალბათ ლანისტერთა გვარის შემდეგ ყველაზე მდიდარ გვარადაც შეიძლება ჩაითვალოს.

ტაირელები წარჩინების საწიერს მეფეთა მოურავობით ეწვივნენ, მათი სამფლობელოები მოიცავდა დორნის მარშებიდან და შავწყალა ჩქერიდან სამხრეთ-დასავლეთით, მზის დასავლის ზღვამდე გადაშლილ ნაყოფიერ მიწებს. აცხადებდნენ, რომ დედის ხაზით ვითომცდა გართ მწვანეხელას ჩამომავლები ყოფილიყვნენ, პირველ ადამიანთა მეფე-მებაღისა, რომელსაც ვაზისა და ყვავილების გვირგვინი ედგა და მთელი სამხრეთი ააყვავა. როდესაც მეფე მერნი, ძველი ხაზის უკანასკნელი წარმომადგენელი, ცეცხლის ველზე დაიღუპა, მისმა მოურავმა ჰარლენ ტაირელმა ჰაიგარდენი ეაგონ დამბყრობელს დაუმორჩილა და ერთგულება აღუთქვა. ეაგონმა მას ჰაიგარდენი და საწიერის ლორდობა უბოძა. ამ დროიდან ტაირელები არიან დიდებულ გვართა შორის. ტაირელების სიმბოლოა ოქროს ვარდი ბალახისფერ ველზე. დევიზი "ვიზრდებით ძლიერად".

ჰაიგარდენს შეფიცული გვარები არიან: ვირველები, ფლორენტები, ოუკჰარტები, ჰაიტაურები, კრეინები, ტარლები, რედვაინები, როვანები, ფოსოვეიები, და მულენდორები.


მარტელების გვარი[]

thumb|320px|მარტელების სიმბოლო და დევიზი "ქედუხრელი, მოუდრეკელი, გაუტეხელი"მარტელების გვარი (ინგ. House Martell)-მზეშუბის ლორდები და დორნის პრინცები. 

ნიმერია, როინის მეომარი-დედოფალი ათი ათასი გემით მოადგა დორნის მიწებს და ლორდი მორის მარტელს გაჰყვა ცოლად. მისი დახმარებით ლორდმა მორისმა შეძლო მოწინაამღდეგეთა დამარცხება და მთელი დორნის მმართველი გახდა. როინერთა გავლენა ძლიერი დარჩა, იმდენად, რომ, დორნელი მმართველები თავს მეფეების ნაცვლად პრინცებს უწოდებნდნენ. დორნული კანონით, მამული და ტიტული გადაეცემა უფროს შვილს და არა უფროს ძეს. შვიდ სამეფოთაგან მხოლოდ დორნი არ დაუყრია ეაგონ დამბყრობელს. ერთიან სახელმწიფოს იგი მხოლოდ ორასი წლის შემდეგ შეუერთდა და მაშინაც-ქორწინების და შეთანხმების გზითა და არა მახვილით. მშვიდობისმოყვარე მეფემ, დეირონ II-მ ცოლად შეირთო დორნელი პრინცესა მირია და თავისი და, დორნის მბრძანებელ პრინცს მიათხოვა. ამგვარად მიაღწია საწადელს იქ, სადაც მეომრებმა მარცხი განიცადეს.

მარტელთა დროშა ოქროს შუბით განმსჭვალული წითელი მზეა, ყვითელ ფონზე. მათი დევიზია: "ქედუხრელი, მოუდრეკელი, გაუტეხელი".

მზეშუბს შეფიცული გვარები არიან: ჯორდეინები, სანტაგარები, ალირიონები, ტოლანდები, ირონვუდები, ვილები, ფაულერები და დეინები.

დრაკონის ქვის კუნძულები[]

thumb|316px|დრაკონის ქვის ბარათეონთა სიმბოლო და დევიზი: ღამე ბნელია და საშინელებებითაა აღსავსედრაკონის ქვა (ინგ. Dragonstone)-ტარგარიანთა ყოფილი საგვარეულო სამფლობელო ვიწრო ზღვასა და შავ წყლებს შორის. რობერტის აჯანყების დროს მისი დავალებით მისმა ძმამ სტანის ბარათეონმა ძალით აიღო კუნძული და მისი მმძლავრი ციხესიმაგრე და ამ კუნძულების ლორდი გახდა. ამ დროიდან მას ბარათეონები მართავენ.

ყველაზე დიდ კუნძულს ეწოდება დრაკონის ქვა, რომელზედაც მდებარეობს ამავე სახელწოდების განდიოზული ციხესიმაგრე, რომელიც ტარგარიანებმა ააგეს.

სწორედ დრაკონის ქვაზე ჩამოვიდა ასშაიდან ცეცხლის ღმერთის რ'ჰლორის ქურუმი ქალი მელისანდრა, რომელმაც შეძლო დიდი გავლენის მოპოვება სტანისზე და დაარწმინა იგი, რომ ცეცხლის ღმერთის რჩეული იყო.

დრაკონის ქვის ბარათეონთა გვარის სიმბოლოა წითელ ალმოდებულ გულში, შავი, ყალყზე შემდგარი ირემი ყვითელ ფონზე. დევიზია: "ღამებნელია და საშინელებებით აღსავსე"

დაკონის ქვას შეფიცული გვარები არიან: სელტიგარები, ველარიონები, სივორთები, ბარ ემონები და სანგლასები.

გრეიჯოის გვარი[]

thumb|320px|გრეიჯოების სიმბოლო და დევიზი: ჩვენ არ ვთესავთგრეიჯოის გვარი (ინგ. House Grayjoy)-ერთ-ერთი უძველესი და სახელგანთქმული გვარი ვესტეროსში. ისინი დაქვეითდნენ როდესაც პაიკის ლორდმა ბეილონ გრეიჯოიმ აჯანყება მოაწყო. რობერტ ბარათეონმა და ედარდ სტარკმა რკინის კუნძულებს შეუტიეს და ბეილონ გრეიჯოი შეიწყალეს. ამ დროიდან რკინის კუნძულები სტარკებს ემორჩილებოდნენ.

პაიკელი გრეიჯოები აცხადებენ, რომ მათი გვარი გმირთა ხანის დროიდან რუხი მეფისაგან მომდინარეობს. როგორც ლეგენდები ჰყვებიან, რუხი მფე არამხოლოდ დასავლეთის კუნძულებს, არამედ თავად ზღვასაც მართავდა და ცოლად სირინოზი მოიყვანა.

ათასობით წლის გაბმავლობაში რკინის კუნძულელი მეკობრეები-რომელთაც "რკინის კაცებს" ეძახდნენ ზღვათა ნამდვილი მბრძანებლები იყვნენ, მათი გემები იბენის ნავსადგურამდე და ზაფხულის კუნძულებამდე აღწევდნენ. ყოველ კუნძულს თავისი "მარილის მეფე" და "კლდის მეფე" ჰყავდა. კუნძულების უმაღლესი მეფე სწორედ მათგან ირჩეოდა, სანამ მეფე არონმა ტახტი მემკვიდრეობითი არ გახადა, როდესაც ასარჩევად შეკრებილი ყველა მეფე ამოხოცა. თავად არონის ხაზი შეწყდა ათასი წლის შემდეგ, როდესაც კუნძულებს ანდალებმა გადაუარეს. გრეიჯოები სხვა ლორდების მსგავსად ქორწინებით დაუნათესავდნენ დამბყრობლებს.

რკინის კუნძულების მეფეებმა თავიანთი ძალაუფლებათავად კუნძულებზე ბევრად შორს განავრცეს, ცეცხლითა და მახვილით დაიბყრეს სამეფოები. მეფე ქორედს შეეძლო ნამდვილად დაეკვეხნა, რომ მისი გუჯარები სწვდებოდა "ყველგან, სადაც კი კაცთ მარილიანი წყლის სუნი სცემდათ და ტალღათა ცემა ჩაესმოდათ". მომდევნო საუკუნეებში ქორედის შრთამომავლებმა დაკარგეს არბორი, ძველიქალაქი, დათვის კუბძული და დასავლეთი სანაპიროს დიდი ნაწილი. ოღონდ დაბყრობის ომებამდე მეფე ჰარენ შავი მართავდა მთელს მიწებს მთებს შორის, ყველგან ვიდრე შავწყალა ჩქერამდე. მას შემდეგ, რაც ჰარენი და მისი ვაჟები ჰარენჰალის დაცემისას დაიღუპნენ, ეაგონ ტარგარიაენმა მდინარეთი ტალების გვარს უბოძა და რკინის კუნძულების გადარჩენილ ლორდებს ნება დართო, აღედგინათ უძველესი ადათი და ერთმანეთს შორის აერჩიათ, ვინ იქნებოდა უპურველესი. მათ პაიკის ლორდი ვიკონ გრეიჯოი აირჩიეს. ამ დროიდან მოყოლებული რკინის კუნძულებს პაიკის ლორდები გრეიჯოები მართავენ. 

გრეიჯოების სიმბოლოა ოქროსფერი კრაკენი შავ ველზე. მათი დევიზია: "ჩვენ არ ვთესავთ".

პაიკს შეფიცული გვარები არიან: ჰარიკებუ, სტოუნჰაუსები, მერლინები, სანდერლიები, ბოტლიები, ტოუნიები, ვინჩები და გუდბრაზერები.

ტარგარიანთა ძველი დინასტია[]

thumb|320px|ტარგარიანთა სიმბოლო და დევიზი "ცეცხლი და სისხლი"ტაგრგარიანები დრაკონის სისხლთაგანები არიან, ვალარიის ძველი სამეფოს დიდიებულ ლორდდთა შრთამომავალნი, მათი მემკვიდრეობა ცხადდება "არაადამიანურ" სილამაზეში: ლილისფრი, ლაჟვარდოვანი ან იისფერი თვალები და ვერცხლისფერ ოქროვანი ან პლატინისფერ-თეთრი თმა აქვთ.

ეაგონ დამბყრობელის წინაპარი გადაურჩა ვალარიის განადგურებას და მოყოლილ ხოცვა-ჟლეტას, და დრაკონის ქვაზე, ვიწრო ზღვის ამ ქვიან კუნძულზე დამკვიდრდა. სწორედ აქედან გაცურეს ეაგონმა და მისმა დებმა, ვისენიამ და რეინისმა, შვიდი სამეფოს დასაბყრობად. სამეფო სისხლის შესანახად და მისი სიწმინდოს შესანარჩუნებლად ტარგარიანები ხშირად მისდევდნენ და-ძმის ქორწინების ვალარიულ ადათს. თავად ეაგონმაც თავისი ორივე და შეირთო ცოლად და ორივესთან ძე შვა. 

ტარგარიანთა მმართველობას წერტილი დაესვა რობერტის აჯანყბის დროს, როდესაც მოკლული იქნენ მეფე ეირისი, მისი შვილი რეიგარი და რეიგარის ორი შვილი. გადარჩნენ ეიერისის შვილები: ვისერისი და დაენერისი, რომლებიც ესოსში გადაიხვეწნენ.

ტარგარიანთა დროშა შავ ველზე წითლად გამოსახული სამთავა დრაკონია, რომელიც აღნიშნავს ეაგონს და მის დებს. ტარგარიანების დევიზია: "ცეცხლი და სისხლი".

Advertisement