A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

thumb|ნედ სტარკი (შონ ბინი)ედარდ სტარკი-ჩრდილოეთის მმართველი, ვინტერფელის ლორდი. ოჯაის წევრები და ახლო მეგობრები მას "ნედს" ეძახდნენ. 

ედარდი მონაწილეობდა შლეგი მეფის ეიერის II-ის წინაამღდეგ აჯანყებაში მისი უახლოესი მეგობრის, შტორმის კიდის ლორდის რობერტ ბარათეონის  მხარდამხარ. როდესაც სლეგმა მეფემ მისი მამა და ძმა მოკლა, ხოლო და რაეგარ ტარგარიანმა გაიტაცა იძულებული გახდა ომში ჩართულიყო. ომის დასრულების შემდეგ ცხრა წელი რობერტი მეფობდა. ნედი კი ისევ ჩრდილოეთის მმართველი იყო. 

როდესაც მეფის მარჯვენა ჯონ არინი გარდაიცვალა, რობერტმა მის მარჯვენად ნედი აირჩია და იგი სამეფო ნავსადგურში წაიყვანა. ერთგული და სამართლიანი ედარდი, რომელიც ვერ იტანდა ინტრიგებსა და უსამართლობას მალევე სამეფო კარის ინტრიგებში გაეხვა. რობერტი მოკლეს, ხოლო ედარდი დედოფალმა სერსეა ლანისტერმა შეიბყრო. მას ტყუილად სდებდნენ ბრალს და ღალატში ადანაშაულებდნენ. ახალმა მეფემ ჯოფრი ბარათეონმა იგი არ შეიწყალა და მას სახალხოდ მოჰკვეთა თავი.

Advertisement