A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

thumb|320px|ძველი ვალირიავალირიის ქალაქმა-სახელმწიფომ, რომელიც ესოსის სამხრეთით მდებარეობდა აღზევება დაიწყო 5000 წელს, მას შემდეგ რაც მწყემსებმა ესოსში დრაკონის კვერცხები იპოვეს. ვალარიის წარჩინებულმა გვარებმა ჯადოქრობის დახმარებით შეძლეს დრაკონების მოთვინიერება.

ამ დროსიათვის ესოსის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო ჰისის იმპერია. გაძლიერებულმა ვალარიელებმა ჰისი დაიბყრეს და 4500 წლიანი ომების შედეგად მთელი ესოსი დაიმორჩილეს, იმ მიწების ჩათვლით სადაც შემდეგში თავისუფალი ქალაქები დაარსეს. 

ლიტერატურაში ვალარიის შესახებ ძალიან მწირი ცნობებია. მხოლოდ მაისტერებისა და ზოგიერთი ასშაელი თუ ესოსელი ჯადოქრის მონაყოლიდან და მცირე ვალარიული მატიანედანაა მხოლოდ ცნობილი ვალარიელთა იმპერიის შესახებ. 

ვალარიაში განვითარებული იყო ფოლადის წრთობის ხელოვნება. მასში ყენებდნენ მაგიას, ამიტომაც არ ჟანგდებოდა, იყო საოცრად მჭრელი, გამოირჩეოდა საოცარი სიმტკიცით და შეფერილობით. ვესტეროსში ათასამდე ვალარიული ხმალია შემორჩენილი, რომელთა უმეტესობა წარჩინებული ოჯახხების საკუთრებას წრმოადგენს. ასევე ცნობილია, რომ ვალარიელებს ჰქონდათ ობსიდინისაგან დამზადებული გიგანტური სანთლები, რომელიც მაგიური ძალის დახმარებით ანათებდა და გამოიყენებოდა სიზმრების ასახსნელად და დიდ მანძილზე კავშირის დასამყარებლად.

ვალარიელებს კარგად ესმოდათ სამშენებლო საქმეც. ვალარიელი მშენებლები ცეცხლის შელოცვის წყალობით უზარმაზარ შენობებს აგებდნენ. ამავე მაგიით ვესტეროსში აგებულია დრაკონის ქვის ციხესიმაგრე. ესოსში შემორჩენილია მათ მიერ გაყვანილი გზები და აქა-იქ მიმობნეული სფინქსის ქანდაკებებიც. 

ვალირიელებმა თავიანთი ძლიერების ზენიტში ესოსის დასავლეთ სანაპიროებზე დაარსეს რვა თავისუფალი ქალაქი: პენტოსი, ლორატი, მირი, ლისი, ქხვორი, ნორვოსი, ტიროში, ვოლანტისი. მეცხრე ქალაქი ბრავოსი ვალარიელთა ოქროს შახტებიდან გამოქცეულმა მონებმა დაარსეს და დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდნენ მის არსებობას. ბრავოსის არსებობის შესახებ ასი წლის შემდეგ გახდა ცნობილი, ხოლო მდებარეობის-300 წლის შემდეგ. 

ვალირიელთა რელიგიაზე ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. ეიგონის დრაკონებს ვალარიელთა ღმერთების სახელები ერქვათ: ბალერიონი, ქხვაგარი და მირაქსესი. ჰქონდათ იეროგლიფური დამწერლობა და საუბრობდნენ მაღალ ვალარიულზე. 

ვალირია მონათმფლობელური იმპერია იყო. მონებს ომების შედეგად მოიპოვებდნენ და ძალიან იაფიც ღირდა, რადგან ვალირიელები მრავალ ბრძოლაში იმარჯვებდნენ. მათ ძირითადად ოქროს შახტებში ამუშავებდნენ.

ვალირიელები გამოირჩეოდნენ "არაადამიანური" სილამაზით: მაღლები, ვერცხლისფერ-ოქროსფერი თმებით და იისფერი ან ჟოლოსფერი თვალებით. წარჩინებულ გვარებს შორის ჩვეულებრივი ტრადიცია იყო და-ძმის ქორწინება, რომელსაც წმინდა სისხლის შენარჩუნების მიზნით მისდევდნენ.

200-150 წლით ადრე-"საბედისწერო დღემდე" ვალირიაში მაგია ნელ-ნელა გაქრა. ამის შემდეგ დაიწყო ვულკანური ამოფრქვევები. ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვალარიის ნახევარკუნძული გამოეყო ესოის კონტინენტს და დიდ კუნძულად იქცა. მათ შორის გაჩენილ ზღვას "კვამლიანი ზღვა" ეწოდა.

საბედისწერო დღეს ქალაქი ვალირია და კუნძულზე მდებარე სხვა ქალაქები მიწისძვრის და ვულკანების ერთდროულად ამოფრქვევის ფონზე სრულიად განადგურდნენ. წარჩინებული ოჯახების უმეტესობა და მათი დრაკონები გაწყდა. კატასტროფა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ხომალდებით გაქცევაც კი ვერ მოასწრეს. ვალარიელთა მიღწევები და მთელი ცოდნა დაიკარგა. გადარჩა მხოლოდ ორი ოჯახი-ტარგარიანების და ველარიონების. ეს უკანასკნელნი დიფტმარკის კუნძულზე დასახლდნენ და ვესტეროსში ტარგარიანების გამეფების შემდეგ რამდენჯერმე დაუნათესავდნენ ამ გვარს. სტანის ბარათეონის ვასალებად ითვლებოდნენ. მათი ბასტარდების გვარი იყო-უოტერსი. 

Advertisement