A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

thumb|300px|ვარგივარგები ეწოდებათ ადამიანებს, რომლებსაც მგელთან დელეპატიური კავშირის დამყარება შეუძლიათ. ნედ სტარკის ყველა შვილი ვარგია, ოღონდ სხვადასხვა სიძლიერის. ვარგებს მესამე თვალი ძილში ეხსნებათ და მგლის ცნობიერებას ერწყმიან. ყველაზე მეტი ძალა ბრანს ჰქონდა. მხოლოდ მას შეეძლო ძილში თავისი მგლის, ლეტოს დდახმარებით თავისი ძმებისა და დების მგლების სხეულებში გარდასულიყო. 

მარტინის მიხედვით, მგლები კავშირის დროს პატრონის გრძნობებს განიცდიან, მის შიშს და მრისხანებას გრძნობენ. მგელთან კავშირის დამყარების უნარი ვარგისაგან ვარჯიშს მოითხოვს რათა მგლის ემოციებმა ადამიანისას არ აჯობოს. კავშირი მგელსა და პატრონს შორისმ ანუ ე.წ. "მგლის სიზმრები" შესაძლოა რამდენიმე დღეს გაგრძელდეს თუ ხელოვნურად არ იქნა მოწყვეტილი. ასეთ დროს, შესაძლოა პატრონი ან გამოფიტვისაგან დაიღუპოს რადგან მგლის საკვებით ვერ იცოცხლებს, ანდა მისი ცნობიერება სამუდამოდ დარჩეს მგელში და ასე გააგრძელოს არსებობა.

თუ "მგლის სიზმრების" დროს მგელი რაიმე მიზეზით დაიღუპება , პატრონი შეიძლება ჭკუიდან შეცდეს. პატრონის მკვლელობის შემთხვევაში, მგელი შურისძიებას ცდილობს. ლეგენდის მიხედვით, ვარგის მოკვლა მხოლოდ ვერცხლის მახვილით შეიძლება.  

Advertisement