A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

thumb|300px|თეთრი მოსიარულეებითეთრი მოსიარულეები პირველად 8030 წელს გამოჩნდნენ. მათი შემოტევები დაიწყო "გრძელი ღამის" ეპოქაში, რომელიც დაახლოებით 30 წელი გასტანა. საბოლოოდ ისინი განადგურებულ იქნენ და გაძევებულები უკიდურეს ჩრდილოეთში. არსებობს ლეგენდა, რომ ისინი ისევ გაიღვიძებენ და ვესტეროსს ღმერთების წყევლად მოევლინებიან.

თეთრი მოსიარულეები არიან ყინულის არსებები, რომელთაც აქვთ ლურჯი თვალები, ამხედრებულები არიან მკვდარ ცხენებზე და იბრძვიან ყინულის ხმლებით. მათ წინაშე მეომრები უძლურები არიან რადგან ისინი სწრაფად მოძრაობენ და თანაც მათი მოკვლა მხოლოდ სპეციალური ლითონისაგან დამზადებული იარაღითაა შესაძლებელი. მათ შეუძლიათ მკვდარი სხეულების გაცოცხლებაც, რომლებისგანაც ქმნიან ახალ არმიებს და უფრო დიდი და თავზარდამცემი ძალით უტევენ ცოცხლებს... ისინი გრძნობენ ადამიანთა მოახლოებას და თბილი სისხლის სუნს.

სპეციალურად მათგან დასაცავად ბრანდონ მშენებელმა 8000 წელს ტყის შვილების დახმარებით ჩრდილოეთში ააგო დიდი კედელი და დაარსა ღამის გუშაგების საძმო, რომლებიც მუდმივად იდგნენ სადარაჯოზე მასზე განლაგებულ 20 კოშკში და ახორციელებდნენ დაზვერვით რეიდებს ცრდილოეთისაკენ.

Advertisement