A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

კედელი-ერთ ერთი უძველესი და ყველაზე გრანდიოზული ნაგებობაა მთელს ვესტეროსში, რომელიც აიგო 8000-8030 წწ-ში ბრანდონ მშენებლის მიერ ტყის შვილების დახმარებით.

ისტორია[]

thumb|346px|კედელიკედელი აიგო 8000-8030 წწ-ში "გრძელი ღამის" დროს ბრანდონ მშენებელისა (სტარკი) და ტყის შვილების მიერ. მისი მისია იყო მომავალში მომზადებულად და ძლიერად დახვედროდა დიდ ბოროტებას, რომელი ჩრდილოეთიდან მოდიოდა. ამავე პერიოდში კედლის მუდმივ სამხედრო ძალად და გუშაგებად იქცნენ ღამის საძმოს მეომრები, რომლებსაც არ ყავდათ მტერი გარდა იმისა "ვინც ჩრდილოეთიდან მოდის". კედლის სამხედრო რესურსები დროთა განმავლობაში შემცირდა და რობერტ ბარათეონის დროს მხოლოდ სამი კოშკიღა ფუნქციონირებდა, რომელშიც საერთო ძალა მხოლოდ ათას კაცამდე მეომარს შეადგენდა.

აღწერა[]

კედელი აშენდა ქვის და ყინულის უზარმაზარი ლოდებით ვესტეროსის დასაცავად "თეთრი მოხეტიალეებისაგან", რომლებიც გრძელი ზამთრის დროს ჩნდებოდნენ და განურჩევლად ყველას ხოცავდნენ. კედლის მშენებლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ღამის გუშაგებმა ბრძოლაში, რომელსაც ვესტეროსის ისტორიაში "განთიადის ბრძოლის" სახელით შევიდა, თეთრი მოხეტიალეები დაამარცხეს. 

კედელი დასავლეთით, გორაკებს შორის იკლაკნება და ამიტომაც ბენჯან სტარკმა "გველი" შეარქვა, აღმოსავლეთ ვბოლომდე სწორ ნაწილს კი-"გველი" უწოდა. კედელს იცავს უზარმაზარი კატაპულტები და ხის ამწეები. მისი სიგრძე-500კმ-ია, სიმაღლე 210 მეტრი, ზემოთა ნაწილის სისქე-12 მხედარი გვერდიგვერდ თავისუფლად გაივლის.

კედლის გასწვრივ განლაგებულია 19 კოშკი. კოშკები კედლიდან სამხრეთითაა აგებული და არცერთ მათგანს საკუთარი გალავანი არ გააჩნია, რადგან კედელს დაცვა მხოლოდ ჩრდილოეთიდან სჭირდება. წლიდან წლამდე ღამის გუშაგების რაოდენობა მცირდებოდა და რობერტ ბარათეონის მეფობის დროს 19 კოშკიდან მხოლოდ სამი ფუნქციონირებდა-ღამის კოშკი(600 მდე გუშაგი), დაისის კოშკი(200 გუშაგი) და აღმოსავლეთის გუშაგი ზღვასთან-პორტით (დაახლ. 200 გუშაგი). დანარჩენი კოშკები, მათ შორის უძველესიც-ღამის სიმაგრე მიტოვებულია.

ზამთრის საყვირი[]

thumb|350px|ზამთრის საყვირიზამთრის საყვირი არის უძველესი მაგიური არტეფაქტი. ლეგენდის მიხედვით სადღაც ვესტეროსში ინახება ზამთრის საყვირი,რომელსაც თავისი მაგიური ძალით გოგანტების გამოღვიძება და კედლის დანგრევა შეუძლია. მისი შექმნა ტყის შვილებთანაა დაკავშირებული. იგივე ლეგენდის მიხედვით, დიდი ხნის წინ, ველურების მეფე ჯორამუნმა იპოვნა საყვირი და კედელიც დაანგრია, მაგრამ სტარკებმა ბრძოლაში გაანადგურეს იგი და მისი არმია. ამის შემდეგ საყვირი სადღაც კედლის ჩრდილოეთით დაიკარგა. ჯონ სნოუ გუშაგებში ჩარიცხვის დროს, მეფე მანსის ბრძანებით, ველურები საყვირის მოსაძებნად სამარხებსა და აკლდამებს ხსნიდნენ. ერთი ფაქრია, რომ საყვირი მართლაც არსებობს...

ღამის გუშაგები[]

thumb|310px|ჯონ სნოუ და ლანდი"ღამის გუშაგები არავის მხარეს არ დგებიან. ჩვენი ერთადერთი მტერი ჩრდილოეთიდან მოდის. ჩვენ ჩვენი ომი გვაქვს".

საძმო დაარსა ბრანდონ სტარკმა "გრძელი ღამის" დადგომისას, დაახლოებით 8000-8030წწ-ში. 

ღამის გუშაგებში სამუდამოდ ეწერებიან. ნებისმიერი, ვინც საძმოს ლორდი-სარდლის ნებართვის გარეშე დატოვებს პოსტს, დეზერტირად ითვლება და სიკვდილით ისჯება. ნებისმიერი, ვინც საძმოს შავ მანტიას იხდის და საძმოს ტოვებს, დეზერტირად ითვლება და სიკვდილით ისჯება. ნეისმიერი ლორდი, რომელიც თავის მიწაზე დეზერტის შეიბყრობს, ვალდებულია სიკვდილით დასაჯოს.

გუშაგების უმეტესობას ყოველთვის შეადგენდნენ დამნაშავეები, რომელთაც საბყრობილედან ათავისუფლებდნენ კედელზე მსახურების სანაცვლოდ. გუშაგებში ნებაყოფლობით გაწევრიანებულები ყოველთვის უმცირესობას შეადგენდნენ და ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ. 

ღამის გუშაგი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, წარმომავლობის მიუხედავად. მათ შორის დამნაშავეებიც და სამეფო ოჯახის წევრებიც. საძმოში გაწევრიანების შემდეგ გუშაგი კარგავს ყველა იმ პრივილეგიას და უფლებებს, რაც საკუთარი წარმომავლობიდან გამომდინარე გააჩნდა.

გუშაგს არ შეიძლება ჰყავდეს ცოლ-შვილი და აკრძალული აქვს ჩაერიოს ვესტეროსის შიდა ომებში. ნებისმიერი, რომელიც სამოქალაქო ომში რომელიმე მეომარ მხარეს დაიჭერს, სიკვდილით ისჯება. როდესაც ეიგონ ტარგარიანმა რკინის კუნძულების მეფე, შავი ჰარენი მოკლა, მისი ძმა ღამის გუშაგების ლორდ-მეთაური იყო და 10 000 მეომარი ჰყავდა. მაგრამ მან ფიცი დაიცვა და ომში არ ჩაერია. როდესაც ანდალებმა ვესტეროსის დაბყრობა დაიწყეს, ღამის გუშაგები კედელზე დარჩნენ.

მაგრამ 8000 წლის მანძილზე იყო შემთხვევები, როდესაც ლორდი-სარდლები და მეთაურები ფიცს არღვევდნენ. რანსელ ჰაითაუერს საძმოს თავისი ბასტარდისთვის მემკვიდრეობით გადაცემა სურდა, როდრიკ ფლინტი კედლის იქით მეფობაზე ოცნებობდა... 600 წლის წინ კი ორი კოშკის მეთაურები ერთმანეთს გადაემტერნენ. მათ დაპირისპირებას ლორდი-სარდალი შეეწირა, თუმცა ბრძოლაში სტარკები ჩერივნენ და ორივე მეთაური სიკვდილით დასაჯეს.

ღამის მეფის ლეგენდა[]

thumb|300px|ღამის მეფე"ღამის მეფე" გუშაგების მეცამეტე ლორდი-სარდალი იყო. ლეგენდის მიხედვით, ის იმდენად უშიშარი იყო, რომ სწორედ ამან დაღუპა. ერთხელ კედლის იქით ულამაზესი თეთრკანიანი და ლურჯთვალება ქალი დაინახა, იმდენად მოეწონა, რომ ღამის სიმაგრის კოშკში მიიყვანა და დედოფლად გამოაცხადა. მაგიური ძალების ზეგავლენით ღამის გუშაგები დაემორჩილნენ მას და მეფედ აღიარეს.

13 წლის შემდეგ სტარკმა და ველურების მეფე ჯორამუნმა გაერთიანებული ძალებით (სავარაუდოდ ეს გაერთიანება ჯორამუნის მიერ ზამთრის საყვირის პოვნამდე მოხდა) დაამხეს "ღამის მეფე". მისი დაღუპვის შემდეგ გაირკვა, რომ იგი და მისი დედოფალი "თეთრ მოხეტიალეებს" მსხვერპლს სწირავდნენ. ამის შემდეგ, "ღამის მეფის" შესახებ არსებული ყველა ხელნაწერი განადგურდა, ხოლო მისის სახელის ხსენება სამუდამოდ აიკრძალა. ამბობენ, რომ ისიც სტარკების გვარიდან იყო.



ღამის გუშაგების სტრუქტურა[]

thumb|254px|ლორდი-მეთაური ჯეორ მორმონტიღამის გუშაგებს ხელმძღვანელობს ლორდი-სარდალი. ამ თანამდებობაზე მას სიკვდილამდე ირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემა ან საკუთარი კანდიდატურის დაყენება ნებისმიერ გუშაგს შეუძლია.  ლორდი-სარდლის პოსტს იკავებს ის, ვინც ხმები 2/3-ს მოაგროვებს. ღამის გუშაგების 997-ე ლორდი სარდალი იყო ჯიორ მომონტი, მეტსახელად "ბებერი დათვი".

ღამის გუშაგები იყოფიან სამ ნაწილად:

  • მშენებლები-ქვის მთლელები, დურგლები, მეტყევეები. მათი ამოცანაა კოშკებისა და კედლის გარემონტება. ისინი კაფავენ მოჯადოებულ ტყეს, როდესაც ის კედელს უახლოვდება. გზების შეკეთებაც მათი მოვალეობაა. მშენებლების მეთაური პირველ მშენებლად იწოდება.
  • სტიუარდები-მზარეულები, მკერავები, მეჯინიბეები, მჭედლები, მეზღვაურები, მეისტერები და ა.შ. სტიუარტები ემსახურებიან წოდებით უფროს ან ასაკით დაუძლუებულ ძმებს, აგროვებენ საკვებს, ამზადებენ იარაღს, უვლიან საფოსტო ყვავებს. მათი მეთაურია ლორდი-სტიუარტი. ლორდი-სარდლის პირადი სტიუარტი მისი საჭურველთმტვირთველის მოვალეობასაც ასრულებს.
  • მზვერავები-მეომრები, რომლებიც უშუალოდ კედელს იცავენ და ხშირად კედლის იქითაც დაზვერვით ექსპედიციებს აწყობენ. მათი მეთაურია პირველი მზვერავი. 

ძღვენი[]

კედლის სამხრეთით მიწების ნაწილი საძმოს ეკუთვნის და ამ ტერიტორიას ძღვენი ეწოდება. კედელთან ახლოს ბრენდონ მშენებლის მიერ ნაჩუქარი მიწებია და ბრანდონის ძღვნად მოიხსენიებენ. უფრო სამხრეთით, მდებარეობს მიწები, რომელიც გუშაგებს დედოფალმა ალისანამ მიუძღვნა ტარგარიანების გამეფებიდან 49 წელს. როდესაც თავის დრაკონზე ამხედრებულმა მოინახულა კედელი. ამ ადგილებს, ახალი ძღვენი ან დედოფლის ძღვენი ეწოდება.

თხუნელების ქალაქი[]

ძღვენის ტერიტორიაზე მდებარეობს "თხუნლების ქალაქი". მიწის ზემოთ მხოლოდ პატარა და უმნიშვნელო შენობებია. ქალაქის დიდი ნაწილი მიწის ქვემოთაა. ღამის გუშაგებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს თხუნელების ქალაქის ბორდელი, რომელიც ასევე მიწის ქვემოთ მდებარეობს. 

Advertisement