A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

[]

პირველყოფილი ადამიანნები ანადგურებდნენ ტყის შვილების ტყეებს და მათ ჯადოსნურ ხეებს რაც დიდი ომის მიზეზი გახდა, რომელმაც ორი ათას წელს გასტანა. შემოჭრის დასაწყისში, ტყის შვილებმა მაგიის დახმარებით დამსხვრეულლი ხელის გადმოსასვლელი გაანადგურეს, რომელიც ხიდივით აკავშირებდა სახმელეთო გზით ვესტეროსსა და ესოსს მაგრამ მტერი მაინც ვერ შეაჩერეს. დიდი სისხლისღვრისა და ომების შემდეგ მეომარ მხარეებს შორის 10 000 წელს ხატების კუნძულზე დაიდო ზავი. ტყეები ტყის შვილებს დარჩათ, დანარჩენი ვესტეროსი-პირველ ადამიანებს. შეთახმების დასაცავად ტყის შვილებმა შექმნეს "მწვანეთა წმინდა ორდენი", რომლის წევრებიც ხატების კუნძულზე ცხოვრობდნენ. იქ მოხვედრა პირველ ადამიანებს აკრძალული ჰქონდათ და მათი გადახვეწის შემდეგაც ვერ ბედავენ იქ შესვლას.

მშვიდობა 4000 წელი გაგრძელდა. პირველმა ადამიანებმა ტყის შვილების ღმერთები მიიღეს. ამავე ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი შვიდ სამეფოს.

6000 წელს კი ვესტეროსში ანდალები შემოიჭრნენ. 


Advertisement