A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki

thumb|ამერიკული გამოცემაყინულისა და ცეცხლის სიმღერა (ინგ. A song Ice and Fire)-ეპიკური ჟანრის რომანთა სერია, შექმნილი ამერიკელი მწერლის ჯორჯ რ.რ. მარტინის  მიერ. მარტინმა მასზე მუშაობა 1991 წელს დაიწყო და პირველი ტომი "სამეფო კარის თამაში", 1996 წელს გამოიცა. თავიდან სამტომეულად დაგეგმილი სერია მალე შვიდტომეულად იქცა. ძირითადი სერიის მეხუთე წიგნი "დრაკონთა ცეკვა" 5 წელი იწერებოდა და 2011 წელს გამოიცა. მეექსე "ზამთრის ქარები" კი დაწერის პროცესშია. 

"ყინულისა და ცეცხლის სიმღერაში" მოქმედება ვითარდება მრავალათასწლოვანი ისტორიის მქონე გამოგონილ სამყაროში, რომელშიც სამი უზარმაზარი კონტინენტი მდებარეობს: ვესტეროსი, ესოსი და იდუმალი ულტროსი. თხრობა მიმდინარეობს მესამე პირში, სხვადასხვა პერსონაჟთა პესპერქტივიდან, რომელთა რიცხვიც, მეხუთე რომანისათვის 35-ს აღწევს. ძირითადად ვითარდება სამი სიუჟეტური ხაზი: ვესტეროსის გავლენიანი ოჯახების დაპირისპირება, ჩრდილოეთიდან მომდინარე დიდი საფრთხე ზებუნებრივი "სხვებისაგან" და ესოსიდან მომავალი ჩამოგდებული მეფის შვილის დაენერის ტარგარიანის ამბიცია, თავის დრაკონებთან და დიდ არმიასთან ერთად დაბრუნდეს ვესტეროსში და დაიბრუნოს ტახტი. 

მარტინი სხვა ცნობილი ფენტენზის მწერლებისაგან იმითი განსხვავდება, რომ აქ მაგია უკანა პლანზეა გადატანილი და მშრალი ისტორიების მაგივრად წინა პლანზეა წამოწეული პოლიტიკური ინტრიგები და ცხოვრებისეული ფილოსოფია. 

დღესდღეობით ნაწარმოები ოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი და 15 მილიონ წიგნზე მეტია გაყიდული. უკვე სამ სეზონს ითვლის (30 სერია) HBO-ს მიერ დაწყებული გრანდიოზული პროექტი, რომელშიც ცოცხლდება "ცეცხლისა და ყინულის სიმღერის" სამყარო.