A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

thumb|302px|ტყის შვილიტყის შვილები იყვნენ ვესტეროსის მკვიდრი მოსახლეები. საიდან ან როდის მოვიდნენ ისინი ვესტეროსში არავინ იცის. ტყის შვილები ტანით დაბლები იყვნენ, ცხოვრობდნენ ტყეებში და მაღალი ხის ტოტებზე გაშენებულ ქალაქებში. მათი რელიგია იყო ძველი ღმერთების თაყვანისცემა, რომელთაც თეთრი ფერის, წითელფოთლებიან წმინდა ხეებზე კვეთდნენ თვალებისა და პირის სახით. ისინი ფლობნენ მააგიას და შეეძლოთ სარკმევლის წმინდა ხეებიდან გარემოს კონტროლიც კი. 

როდესაც ვესტეროსში პირველყოფილი ადამიანები მოვიდნენ მათ დაუნდობელი ომი გაუჩაღეს ტყის შვილებს და წაართვეს ვესტეროსის სამხრეთი, მაგრამ დიდი დანაკარგების გამო ორივე მხარემ არჩია დაზავებულიყვნენ. საუკუნეების შემდეგ ვესტეროსში ანდალები მოვიდნენ, რომლებმაც დაამარცხეს პირველყოფილები და ტყის შვილები, მაგრამ მოგერიებულ იქნენ სამხრეთისაკენ. ამის შემდეგ ტყის შვილები საბოლოოდ გადაიკარგნენ კედლის იქით და მას შემდეგ აღარ გამოჩენილან.

Advertisement