A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

თავიდან ვესტეროსში მხოლოდ ტყის შვილები და გიგანტები ცხოვრობდნენ. ეიგონ ტარგარიენის შემოჭრამდე 12 000 წლით ადრე ესოსიდან ბრინჯაოს იარაღებით აღჭურვილი პირველი ადამიანები მოვიდნენ და დაიწყო მათი ომი ტყის შვილებთან. 2000 წლის ხოცვა-ჟლეტვის შემდეგ, 10 000 წლის წინ შეთანხმდნენ, რომ ტყის შვილებს ტყეები დარჩებოდათ და პირველ ადამიანებს - დანარჩენი ვესტეროსი. პირველმა ადამიანებმა ტყის შვილების რელიგია მიიღეს. ამის მერე 4 000 წელი მშვიდობა ჰქონდათ ერთმანეთში. ამავე დროს აიგო პირველი ციხესიმაგრე კეილინის ზღუდესთან.

ვაით ვოლქერების შემოტევები დაიწყო ეიგონ ტარგარიენის შემოჭრამდე 8030 წლით ადრე ”გრძელი ღამის” ეპოქაში, რომელიც მთელი 1 თაობა გაგრძელდა. ამავე დროს იქმნება ღამის გუშაგების საძმო და იწყება კედლის მშენებლობა, რომელსაც ბრენდონ მშენებელი ხელმძღვანელობს. დაახლოებით იგივე დროს იქმნება პირველი სახელმწიფოები. ბრენდონ მშენებელმა საფუძველი ჩაუყარა სტარკების დინასტიას, დაიწყო ვინტერფელის მშენებლობა და ჩრდილოეთის შემომტკიცება.

8000 წლის წინ ”გრძელი ღამის” ეპოქა მთავრდება. სტარკები თითქმის მთელ ჩრდილოეთს იპყრობენ. ვინც მათ თავი არ დაუხარა, კედლის იქით გააძევეს. მათ შორის იყო ველური ჯორამუნი (Joramun Wildling), რომელმაც იპოვნა ”ზამთრის საყვირი”.

ეიგონ ტარგარიენის შემოჭრამდე 6000 წელს ესოსიდან გადმოჯდნენ ფოლადის იარაღით აღჭურვილი ანდალები და დიდი ბრძოლების შემდეგ დაიპყრეს მთელი დაბლობი. ნელ-ნელა მთელ ვესტეროსს მოედნენ, პირველი ადამიანები და ტყის შვილები ჩრდილოეთისკენ გააძევეს მაგრამ ინგლისში ნორმანების შეჭრის არ იყოს, თვითონ განიცადეს ასიმილაცია.

5000 წელს, ეიგონ ტარგარიენის შემოჭრამდე, ესოსის კონტინენტზე, ვალარიაში მწყემსებმა დრაკონების ბუნაგი აღმოაჩინეს. ამავე დროს, ვალარია ანადგურებს გისის იმპერიას.

4200-4100 წელს, ანდალები ანადგურებენ პირველი ადამიანების - მადების სახლს - მდინარეების უკანასკნელ მეფეებს.

3000 წელს, სტარკების, ღამის გუშაგების და ამბერების გაერთიანებული ძალები ანადგურებენ ველურებს, რომელთაც მათი მეფეები ჰორნი და ჰენდალი მეთაურობდნენ. ჰორნი ბრძოლაში იღუპება, ჰენდელის ბედი უცნობია.

1700 წელს, დორნში ვარდება მეტეორიტი, რომლისგანაც ამზადებენ მახვილს სახელად ”განთიადი” და ამ მოვლენის საპატივცემულოდ აგებენ სიმაგრეს სახელად - ვარსკვლავთცვენა.

700 წელს, ესოსიდან დორნში შემოიჭრებიან როინარები 10 000 ხომალდით დედოფალ ნიმერიას მეთაურობით. ნიმერია ცოლად მიყვება მარტელების სახლის წარმომადგენელს მორს მარტელს და მარტელების ოჯახი ბატონდება დორნში. ამავე დროს ტყის შვილები საბოლოო ქრებიან კედლიდან სამხრეთით. ბოლტონები საბოლოოდ ემორჩილებიან სტარკებს.

500 წელს, ვალარიის იმპერია მთლიანად იპყრობს ესოსის კონტინენტს თავისუფალ ქალაქების ჩათვლით. დაარსდება ქალაქი ბრავოსი.

300 წელს, კედელზე ერთმანეთს ებრძვიან კოშკების Snowgate და Nightfort მეთაურები. ამ ბრძოლაში იღუპება შვი გუშაგების ლორდი-სარდალი. სტარკები ჩაერევიან და ორივეს სიკვდილით სჯიან.

200 წელს, ვალარია იპყრობს დრაკონის ქვის კუნძულს. ამიერიდან კუნძულს განაგებს ტარგარიენების ოჯახი.

150 წელს, იღუპება ვალარიის იმპერია. მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, რამდენიმე ვულკანმა ერთდროულად ამოხეთქა. ვალარია მთლიანად დანგრეულია, დრაკონები გაწყდნენ. რჩება მარტო 3 დრაკონი, რომელიც ტარგარიენების ოჯახს ყავს დრაკონის ქვაზე. სანაპიროს ქალაქები დამოუკიდებლობას ღებულობენ და იმ დღიდან თავისუფალი ქალაქები არიან. თავისუფალ ქალქებსა და ვალარიას შორის ტერიტორიას მომთაბარე დოთრაკიელები იკავებენ.

1 წელს, ეიგონ ”დამპყრობელი” ტარგარიენების ოჯახიდან იწყებს ვესტეროსის დაპყრობას.

Advertisement